ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ბორის ჩოჩიევის საცხოვრებელი სახლის ეზოში გამთენიისას ხელყუმბარა აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, აფეთქებას სერიოზული ნგრევა არ მოჰყოლია და არავინ დაშავებულა. მომხდართან დაკავშირებით ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა. თიბილოვმა საგამოძიებო ორგანოებს, აფეთქების გამოძიების მიზნით, სპეციალური ჯგუფის შექმნა დაავალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.