მიხეილ ჩხენკელი: „საქართველოში პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონია უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა“
31-07-2020, 15:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გალა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელშიც მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ  აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი და სხვა მოწვეული სტუმრები.

 

 

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები ოთხ ნომინაციაში გამოვლინდნენ: 2019 წლის პროფესიული განათლების სტუდენტი, 2019 წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, 2019 წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, 2019 წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი. გამაჯვებულებს შესაბამისი პრიზები საზეიმოდ გადაეცათ.

 

 

მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს მფლობელებს გამარჯვება მიულოცა.

 

 

მიხეილ ჩხენკელი: „მოხარული ვარ, რომ დღეს ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას ვესწრები. მოგეხსენებათ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძველს ადამიანური კაპიტალის განვითარება წარმოადგენს. ეს კი, თავის მხრივ, მხოლოდ ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფით მიიღწევა. ადამიანური კაპიტალის განვითარება, ქვეყნის რეგიონული განვითარების პერსპექტივები და ეკონომიკური ზრდა დიდწილად დაკავშირებულია პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებულ პროგრესთან.

 

 

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ამერიკის მთავრობას საქართველოში განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული მადლობა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდს“, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა საქართველოში პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებასა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში.

 

 

ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ საქართველოში პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონია ყოველწლიურ ტრადიციად ჩამოყალიბდა. ცერემონია საშუალებას გვაძლევს, საზოგადოებას დავანახოთ პროფესიული განათლების უპირატესობები, აღვნიშნოთ მიღწევები, შევაფასოთ გამოწვევები და ვიფიქროთ სამომავლო ნაბიჯებზე.

 

 

მინდა მთელი გულით მოგილოცოთ წლევანდელ გამარჯვებულებს. თქვენი საქმიანობა, ჩართულობა და მიღწევები მართლაც დასაფასებელია. დარწმუნებული ვარ, ეს ჯილდო თქვენთვის წარმატების მომტანი იქნება სამომავლოდ და კიდევ უფრო შეუწყობს ხელს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას.“

 

 

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს (National TVET Award) კონკურსი 2017 წლიდან ტარდება „ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა“ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ხელშეწყობით. კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.

 

 

ბოლო 4 წლის განმავლობაში კონკურსი ავლენს და აჯილდოებს იმ წარმატებულ ორგანიზაციებსა თუ ცალკეულ პირებს, რომლებიც ჩართული არიან პროფესიულ განათლებაში, მათ შორის, საუკეთესო სტუდენტს, საუკეთესო პედაგოგს, საუკეთესო პროფესიულ დაწესებულებასა და საუკეთესო ბიზნეს პარტნიორს. გამარჯვებულებს კი სპეციალური პრიზები გადაეცემათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი