საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო დროშა დღეს ახალ მთავარ სერჟანტს გიორგი გოგოჭურს კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სერჟანტთა აკადემიაში სიმბოლურად გადაეცა. მას თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტის თანამდებობრივი უფლებამოსილება წინამორბედმა კობა ცირეკიძემ გადააბარა.
მთავარ სერჟანტს საბრძოლო დროშის გადაბარება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ძალებში სერჟანტის განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სერჟანტთა კორპუსი თავდაცვის ძალების ის ხერხემალია, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების დისციპლინის, გაწვრთნისა და საბრძოლო მოტივაციის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. გიორგი გოგოჭურს ახალი თანამდებობა მიულოცა ასევე, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა.
გიორგი გოგოჭურმა თავდაცვის ძალებში მსახური 1999 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახურით დაიწყო. სხვადასხვა დროს იკავებდა ოცეულის, ასეულის, ბატალიონის და ბრიგადის სერჟანტის პოზიციებს, ასევე იყო JTEC-ისა და აღმოსავლეთ სარდლობის მთავარი სერჟანტი. მონაწილეობა აქვს მიღებული 2008 წლის აგვისტოს ომში.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.