გიორგი გახარიამ NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა
31-07-2020, 19:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელს და NDI-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა. 

 

 

მხარეებმა განიხილეს ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო და არჩევნებისთვის მზადების პროცესი. ყურადღება დაეთმო საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის, ხაზი გაესვა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების მზაობა -  უზრუნველყოს საპარლამენტო არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება.

 

 

აგრეთვე, საუბარი შეეხო დეზინფორმაციის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის, არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის შესაბამისი აქტორებისთვის პროაქტიული გაზიარების მნიშვნელობას. 

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად Covid-19-ის პანდემიისა, საარჩევნო პროცესის ადგილზე შეფასების საშუალება ექნება არაერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას. პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა Covid-19-ის პირობებში ამომრჩევლის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ზომების უმაღლეს დონეზე დაცვის მნიშვნელობას, რასთან დაკავშირებითაც, მისივე თქმით, შესაბამის პროტოკოლებზე მუშაობა დაწყებულია.

 

 

ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ შეხვედრაში NDI-ის წამყვანი ექსპერტი და საარჩევნო პროგრამის დირექტორი პატრიკ მერლო, NDI-ის ევრაზიის პროგრამების დირექტორი ლორა ჯუიტი, NDI-ის ყირგიზეთის ოფისის დირექტორი ალან გილამი, NDI-საქართველოს პროგრამის უფროსი მენეჯერი და მრჩეველი გენდერულ საკითხებში თეონა ყუფუნია და  NDI-ის საპარლამენტო პროგრამების კოორდინატორი მარიამ ბარამიძე, ხოლო საქართველოს მხრიდან - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე მონაწილეობდნენ.

 

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი