კონკრეტულად, ვის სურს პარლამენტში დარჩენა, ვინ იმსახურებს, თუ ვის აღარ უნდა, ამაზე ჯობდა, დავით საგანელიძეს მაშინ ესაუბრა, როცა უმრავლესობის ლიდერი იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
"ახლა უფრო მარტივია მისთვის ამ თემებზე საუბარი, მაგრამ შეუძლია, ყველას თავისი აზრი გამოთქვას. თავად მე, როდესაც ამ თემაზე ვისაუბრე, ვთქვი არა ის, რომ ვინმე მეტია პარლამენტში, არამედ ვთქვი ის, რომ ვიღაც ნაკლებია და მინდა ვისურვო მეტი პროფესიონალი იურისპუდენციის, ეკონომიკის, ფინანსების დარგებში, რადგან ჩვენი კანონშემოქმედების 80-90% ამ სფეროებს უკავშირდება. ამასთანავე, მე არაერთხელ განვმარტე, რომ საქართველოს არც ერთი უმაღლესი დაწესებულება და სასწავლებელი არ იძლევა დიპლომს, რომელშიც წერია სპეციალობა - პარლამენტარი. ასეთ დიპლომს არ იძლევა არც ერთი უცხოური უნივერსიტეტი. ყველა პარლამენტში არიან სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლები", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ვინ რას აკეთებდა პარლამენტში შემოსვლამდე, არამედ მნიშვნელოვანია ის, პარლამენტში მოვლის შემდეგ ვინ რას ვაკეთებთ. ესეც არა ერთხელ მითქვამს და კიდევ მოგახსენებთ, თუ პარლამენტში შემოსვლამდე ვიყავი მწერალი და მაგიდა სავსე მქონდა სალიტერატურო გამოცემებით, მინიმუმ მაგიდის ნახევარი უნდა გავათავისუფლო, დავდო კანონპროექტები, კონსტიტუცია, რეგლამენტი და ჩავერთო საპარლამენტო საქმიანობაში. ისიც ვთქვი, რომ თუ ვინმეს მაგიდაზე ლიტერატურული ნაწარმოებები კი არ ჰქონდა, არამედ ჰქონდა სხვა რამე ნივთები, ან სხვა თემებით იყო დაკავებული მაგიდის გარშემო, ისიც უნდა გავწიოთ გვერდზე და მინიმუმ ნახევარი დავუთმოთ საპარლამენტო საქმიანობას. ასეთ შემთხვევაში გვექნება კარგი პარლამენტი", - აცხადებს დავით უსუფაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.