გლდანის რაიონს ორი ახალი სკვერი შეემატა
01-08-2020, 11:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გლდანის რაიონს ორი ახალი სკვერი შეემატა. სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა გლდანის მეოთხე მიკრორაიონის N105 კორპუსის და პირველი მიკრორაიონის N14-N15 -N21 კორპუსების მიმდებარედ. 

 

 

მეოთხე მიკრორაიონის N105 კორპუსის მიმდებარედ  გასულ წელს, მოსახლეობის ჩართულობით, ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, წელს კი, 1 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე სკვერი მოეწყო.  სამუშაოების შედეგად, გაკეთდა ბავშვთა გასართობი სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი, ღია სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემა და  განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინვენტარი. დამონტაჟდა ფიტნესზონა. გარდა ამისა, სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც, დაირგო ხეები. 

 

 

ტერიტორიაზე მოიხატა კედლები და ასევე, გლდანის რაიონში პირველად განხორციელდა  სკვერში მოწყობილი ბავშვთა სათამაშო მოედნების კაუჩუკის საფარის მოხატვა, რომელიც სამხატვრო სტუდიის ,,ბეგი არტი“ მიერ შესრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ „ჩვენი ჯგუფი” შეასრულა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 156 925 ლარი დაიხარჯა. 

 

 

გლდანის პირველი მიკრორაიონის N14-N15 -N21 კორპუსების მიმდებარედ კი არსებული სკვერის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, სადაც  2 000 კვადრატულ მეტრამდე  ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი,  გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ყველა ინვენტარი.  ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც, დაირგო ბუჩქები და ყვავილები. სარეაბილიტაციო სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „არბამ“ შეასრულა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 240 277 ლარი დაიხარჯა.

 

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, მოსახლეობასთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ოთარ გრიგოლიასთან  ერთად გაეცნო.

 

 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი