ლენტეხის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი დაიწყო – საველე სამუშაოების პროცესს თეა წულუკიანი გაეცნო
01-08-2020, 13:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სახელმწიფომ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის აზომვითი სამუშაოები დაიწყო. 31 ივლისს სოფელ ჩიხარეშში საამზომველო ჯგუფები შევიდნენ და საკადასტრო სამუშაოები დაიწყეს.  ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მიწის სისტემური რეგისტრაციის საველე ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.  ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი ხორციელდება 2 ადმინისტრაციულ ერთეულში – ჟახუნდერსა და ჩიხარეშში.   


საჯარო რეესტრის  ეროვნული სააგენტოს საველე ჯგუფების მიერ ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი სამუშაოები მესაკუთრეების თანდასწრებით მიმდინარეობს. ჯგუფების წარმომადგენლები მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმებს ავსებენ და მოსახლეობას საკუთრების უფლების საკითხებზე  სამართლებრივ დახმარებას  უწევენ.


სოფელ ჩიხარეშში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანიც იმყოფებოდა.


იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 3 ივლისის №562 ბრძანების საფუძველზე, დასარეგისტრირებელი დიდი ფართობის გათვალისწინებით, სისტემური რეგისტრაციის განსახორციელებლად სულ 7 მაღალმთიანი გეოგრაფიული არეალია განსაზღვრული, სადაც მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ეს არეალებია:
 

      - ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერისა და ჩიხარეშის ადმინისტრაციული ერთეულები;

      - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  ხვანჭკარისა და ჭრებალოს ადმინისტრაციული ერთეულები;

      - ონის მუნიციპალიტეტის გომისა და ღების ადმინისტრაციული ერთეულები;

      - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის დასახლება.



დასახელებულ არეალებში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა საბიუჯეტო სახსრებით ფინანსდება.  შერჩეული გეოგრაფიული არეალების საერთო ფართობი 85 292 ჰექტარს შეადგენს, სადაც სისტემური წესით კერძო, მუნიციპალიტეტის და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდება.  


საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეების მომართვას არ დაელოდება და ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას  –  საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადება, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზი და ნაკვეთების  დარეგისტრირება –  საკუთარი ინიციატივით უფასოდ განახორციელებს. პროექტი კერძო მესაკუთრეებს საშუალებას მისცემს, მიწის ნაკვეთები მარტივად და უფასოდ დაირეგისტრირონ,  შეძლონ რეგისტრირებული საკუთრების ეფექტურად განკარგვა და ეკონომიკური სარგებლის მიღება.



მესაკუთრეების უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიწის რეგისტრაციის მასშტაბური რეფორმა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით 2016 წელს დაიწყო და წარმატებით ხორციელდება. 4 წლის განმავლობაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში გამარტივებული და ხელმისაწვდომი პროცედურებით, დაახლოებით, იმავე ოდენობის მიწის ფართობი დარეგისტრირდა, რაც  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან რეფორმის დაწყებამდე, ანუ 25-წლიან პერიოდში.  რეფორმის მიზანია საქართველოში, გარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულისა, ყველა მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდეს და  ქვეყნის გეოგრაფიული ტერიტორია კადასტრით სრულად დაიფაროს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი