„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა 2020 წლის არჩევნებზე კენჭს ზუგდიდში იყრის.
„ვაპირებ, თქვენი მხარდაჭერით ზუგდიდში ვიყარო კენჭი. ზუგდიდი არის ქალაქი და რაიონი, სადაც ყველაზე კარგად ჩანს ჩვენი ქვეყნის აწმყო, წარსული და, საიდანაც ყველაზე კარგად ჩანს ქვეყნის მომავალი. ზუგდიდი არის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ჩვენს თანამოქალაქეებს. ზუგდიდმა გამოიარა ყველაზე მძიმე დღეები, დამოუკიდებლობის დღიდან, ზუგდიდმა უმასპინძლა და მიიღო ყველაზე მეტი დევნილი აფხაზეთიდან. ზუგდიდში ჩანს ჩვენი მოკვეთილი ხელი შეუიარაღებული თვალით, ჩვენ ყოველდღიურად ენგურს გადაღმა ვუყრუებთ ჩვენი მოქალაქეების ტკივილსა და ოკუპაციის ცოდვას. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ, ზუგდიდში იქნება ყველაზე მთავარი ბრძოლა“,- განაცხადა უგულავამ პარტიის მიერ გამართულ ღონისძიებაზე, სადაც მაჟორიტარები დაასახელეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.