საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ძველი ოპოზიცია ისევ დესტრუქციული ქმედებებით არის გამორჩეული.
მისი თქმით, საზოგადოება ხედავს, თუ როგორ ფიქრობს და როგორ მოქმედებს ოპოზიცია.
„განსაკუთრებით, ძველ ოპოზიციას გამოვყოფდი, რომელიც არის დესტრუქციული და მას პოზიტიური დღის წესრიგი არ გააჩნია. ეს ვანო მერაბიშვილმა ახლა აღმოაჩინა. როგორც ჩანს, მან უკვე ჩაიხედა ძველი ოპოზიციის სამზარეულოში და ის უპრინციპობა ნახა, რაც იქ ხდება. როდესაც ქვეყანა პანდემიას ებრძოდა, ძველი ოპოზიცია ებრძოდა ჯანდაცვის სისტემას. როდესაც ქვეყანა დემოკრატიულ ნაბიჯებს დგამდა, კონსტიტუციასა და „საარჩევნო კოდექსს“ ცვლიდა, ძველი ოპოზიცია ამ პროგრესულ ცვლილებებს ებრძოდა. დღეს, როცა ოპოზიციაში გარკვეული განახლების პროცესი მიმდინარეობს, ძველი ოპოზიცია ისევ დესტრუქციული ქმედებებითაა გამორჩეული. ბევრი სპეკულაცია მიმდინარეობს. ის ხალხი, რომელიც გულზე მჯიღს იცემდა, რომ ნებისმიერ ოლქში „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებდა, ხედავთ, რომ რიგ-რიგობით უარს ამბობენ მაჟორიტარული დეპუტატების კანდიდატებსა და არჩევნებზე ოლქებში მონაწილეობაზე. შესაძლოა, ეს ყველაფერი ვანო მერაბიშვილმა ახლა ნახა, თუმცა ეს საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია“,- განაცხადა თალაკვაძემ.
„დღეს სამწუხაროდ, ოპოზიციიდან უფრო ხშირად ისმის პოლიტიკური ვაჭრობა, მანდატებისა და სკამების გადანაწილებაზე საუბარი, ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზება“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა Facebook-ზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.