ოპოზიციის პრობლემა არის იმაში, რომ გააზრებული არ აქვს რა იდეას უპირისპირდება და რა შეიძლება იყოს იდეა, რომელიც დაამარცხებს იმ იდეას, რასაც წარმოადგენს „ქართული ოცნება“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.
„ქართული ოცნება“, იდეის დონეზე რომ დაფიქრდე, არის საბჭოთა საქართველო და ვინც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, უნდა, რომ დაბრუნდეს საბჭოთა საქართველოში და საბჭოთა საქართველო არის მმართველობის ფორმა, როდესაც მმართველებს მიაჩნიათ, რომ ადამიანები არიან ჩმორები, მონები, რომლებიც უნდა მართო, რომლებსაც ცხოვრება უნდა დაუგეგმო, შეუგროვო პენსია, რომელსაც უნდა დაეხმარო ჯანდაცვაში, უნდა შეუქმნა განათლება, ოღონდ ეს ყველაფერი არ მუშაობდა და არ მუშაობს დღესაც, ჩმორების ქვეყანაა და სამაგიეროდ ამას ყიდიან ანუ ივანიშვილი რომ გამოდის და იძახის ჩვენ გვყავს ახლა ყველაზე მზრუნველი მთავრობაო, ეგ არის სინამდვილეში მზრუნველი მთავრობა, რომელსაც აქვს ძალაუფლება, შეუძლია შენზე იზრუნოს, სინამდვილეში შეუძლია თვალებიც დაგთხაროს. ოპოზიცია არის ამ სოციალურ შეჯიბრში შესული, კონკურენციაში არის ქართულ ოცნებასთან იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანებს ეუბნებიან ესენი ვერ გივლიან ჩვენ უფრო კარგად მოგივლითო, ერთადერთი რამ, რამაც შეიძლებ დაამარცხოს „ქართული ოცნება“, როგორც იდეა, ეს არის იდეა თავისუფალი ადამიანების, რომლებსაც მმართველი, ბატონი და პატრონი არ სჭირდებათ“ - განაცხადა ჯაფარიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.