კოვიდ-19-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
03-08-2020, 17:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობის ადმინისტრაციამ საერთაშორისო პარტნიორების და ექსპერტების მონაწილეობით, კოვიდ-19-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

 

სამუშაო შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კვლევის მნიშვნელობას საქართველოს მთავრობისთვის და საერთაშორისო პარტნიორებს პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

კვლევა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა კრიზისის მენეჯმენტი, სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზი პანდემიის დროს და ადამიანის უფლებების მიმართულება. კვლევის მიზანია პანდემიის პროცესში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, რათა ქვეყანა როგორც შესაძლო მომდევნო ტალღას, ისევე, მსგავს კრიზისებს მომავალში კიდევ უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს.

 

 

დამოუკიდებელი კვლევის ფარგლებში გაანალიზდება, რა გავლენა მოახდინა კრიზისმა სოციალური, ადამიანის უფლებების და სამართლებრივი მიმართულებით, ასევე, როგორია სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა. შეფასდება მთავრობის ქმედებები საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის მართვის პროცესში, არსებული გამოწვევები და კოვიდ-19-ის გავლენა საქართველოს მოწყვლად მოსახლეობაზე. განმეორებითი კრიზისების წარმოშობის შემთხვევაში, სახელმწიფო ინსტიტუტების უკეთ მომზადების მიზნით, კვლევის ფარგლებში ასევე შემუშავდება რეკომენდაციები. კვლევა, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორების მიერ მოწვეული ექსპერტები განახორციელებენ, 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.

 

 

კვლევას, რომელიც ასევე უზრუნველყოფს პანდემიის პირობებში კრიზისების მართვის, სამართლებრივი სისტემისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემების შეფასებას, გაეროს 8 სააგენტო და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ერთობლივად განახორციელებენ.

 

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი