„აგროტურიზმის ხელშეწყობა არსებული რეალობის გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის არასამთავრობო, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის გაცნობისას.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე ესწრებოდნენ.
როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, აგრარულ საკითხთა კომიტეტი აგროტურიზმის შესახებ კანონპროექტზე მუშაობს.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია სოფლის ალტერნატიული ეკონომიკური განვითარების, სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაციის საჭიროებით, რაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის დასაქმების შესაძლებლობებს გაზრდის.
„კანონპროექტის მიზანია ასევე, მცირე ფერმერული მეურნეობების მიერ ადგილობრივი პროდუქტის რეალიზაციის ხელშეწყობა. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტების მიუხედავად, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა სოფლად კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. კანონპროექტი წაახალისებს პროდუქტის მიწოდების მოკლე ჯაჭვის შექმნას და ადგილობრივი პროდუქტის ახალი სარეალიზაციო არხების გახსნას განსაკუთრებით მცირემიწიანი ფერმერებისთვის“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
მისი თქმით, სოფლად ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით კანონპროექტით განსაზღვრულია სახელმწიფოს მიერ გასატარებელი ღონისძიებები, მათ შორის საგადასახადო შეღავათები, რაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებასა და არსებული სოციალური პრობლემების აღმოფხვრას ისახავს მიზნად.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პროექტის მიხედვით, აგროტურისტული საქმიანობა არის ფერმერული მეურნეობის ფარგლებში განხორციელებული ფერმერული და ტურისტული საქმიანობის კომპონენტების ერთობლიობა, რაც შესაძლოა მოიცავდეს ტურისტის მიღებას, განთავსებას, ფერმერულ მეურნეობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევას და ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მიწოდებას.
კანონპროექტის შემუშავებაში, რომლის ინიცირებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება, ჩართული არიან მთავრობის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ფერმერთა ასოციაციის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.