დავით უსუფაშვილი: საარჩევნო სისტემის 2016 წლის არჩევნებისთვის შეცვლა, მმართველი კოალიციის დაშლას გამოიწვევს
28-09-2015, 08:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დავით უსუფაშვილის შეფასებით, საარჩევნო სისტემის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეცვლა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, კოალიციის დაშლას გამოიწვევს.


"დავუფიქრდეთ საკუთარ ცხოვრებას – გინდ საზოგადოებრივს, გინდ კერძოს, აღმოვაჩენთ, რომ ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც სწორედ ხვალ არის შესაძლებელი და არა დღეს, ხოლო თუ დღეს შეეცდები იმის გაკეთებას, ვერც იმას მიიღებ და სხვა რამეც შეიძლება გააფუჭო. თუკი არ იქნება კოალიციაში შიდა თანხმობა, ამ კონკრეტული თემის გამო, კოალიციის დაშლა სწორი გამოსავალი იქნებოდა?! და თუ სწორი გამოსავლი იქნებოდა, მაშინ რისთვის და ვისთვის იქნებოდა სწორი გამოსავალი?! დღევანდელ ქვეყანას კოალიციის დაშლა გამოადგებოდა?! არჩევნების სხვაგვარად ჩატარებისთვის კოალიციის დაშლაა გამოსავალი?! თუ კოალიცია დაიშლება, რიგგარეშე არჩევნები იმავე სისტემით ჩატარდება, რაც დღეს გვაქვს, ხოლო ის, რისი გაკეთებაც ზეგისთვის გვინდა, გადაიდება მაზეგ", - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.


მისივე თქმით, არ არსებობს კოალიციური დოკუმენტი, სადაც კოალიციის მხრიდან დაფიქსირებულია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობა, რადგან, როგორც უსუფაშვილი განმარტავს, კოალიციაში შემავალ პარტნიორებს შორის მაშინაც იყო აზრთა სხვადასხვაობა.


"საარჩევნო ცვლილებების ვერსია, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, არის სწორედ ის, რამაც პროპორციულ არჩევნემდე უნდა მიგვიყვანოს და, რასაც პირადად მხარს ვუჭერ არა დღეს, არამედ 1989 წლიდან, როცა პარლამენტის შენობაში მოსვლა პირველად მომიწია და ველაპარაკებოდი მაშინდელ კომუნისტურ ხელისუფლებას, თუ როგორ ჩატარებულიყო არჩევნები. თუ მეუბნებით, რომ არჩევნები ამ სისტემით ახლა ჩატარდეს და კოალიცია დავშალოთ, ამ საკითხის გამო მე კოალიციის დაშლაზე არ წავალ, რადგან ქვეყნისთვის და არჩევნებისთვისაც ეს უფრო დიდი უბედურება იქნება", - ამბობს დავით უსუფაშვილი.


პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება მაჟორიტარული ოლქების გამოთანაბრებასა და მაჟორიტარი დეპუტატების ხმათა 50%-ით არჩევის ინიციატივაზე გაამახვილა ყურადღება. უსუფაშვილის თქმით, ასეთი ტიპის ცვლილებებზე 25 წლის განმავლობაში არც ერთი ხელისუფლება არ წავიდა.


"როცა ოპონენტები მეუბნებიან, რომ მაჟორიტარული სისტემა ზოგადად უსამართლო სისტემაა, მე მაქვს კითხვა კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. ის, რომ მაჟორიტული სისტემა უსამართლო სისტემაა, ამის მთქმელმა ადამიანმა იქნება რაიმე არგუმენტი მოგვიყვანოს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი