საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 81 პროცენტზე მეტია, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 1182 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 962 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
„საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა იყო 1179 , ამ მონაცემებს დაემატა სამი ახალი პაციენტი და ჯამში ქვეყანაში ინფექციის 1182 დადასტურებული შემთხვევაა. ასევე, სამით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ჯამში, საქართველოში ინფექციისგან სულ 962 პაციენტია განკურნებული.
დღესდღეობით, ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში სულ 241 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კვლავ 81 პროცენტზე მეტია. სიკვდილიანობის მაჩვენებელი უცვლელია, საქართველოში კორონავირუსით 17 პაციენტია გარდაცვლილი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.