თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებებზე იმსჯელეს
04-08-2020, 16:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, კობა კობალაძის თავმჯდომარეობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იყო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადებები.

 

 

როგორც კობა კობალაძემ განმარტა, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებები ითვალისწინებს ვეტერანებთან დაკავშირებით კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას.

 

 

„ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარე, ჩვენი სახელწიფო გადასულია ტოტალური თავდაცვის პრინციპებზე და აქედან გამომდინარე, რეზერვისტების სამობილიზაციო გეგმაში ვეტერანების ადგილი და პრიორიტეტები ისე უნდა იყოს გაწერილი, რომ თითოეულმა ადამიანმა იცოდეს თავისი ადგილი, თავისი ამოცანა და ა.შ“, - აღნიშნა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

 

 

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო სოციალური უზრუნველყოფის პაკეტზეც, რომელიც შესაბამისობაში უნდა მოვიდეს არსებულ კანონმდებლობასთან.

 

 

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე რეზერვისტებისათვის ვეტერანის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხები და ასევე, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებსა და სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებისათვის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსის მინიჭების შესახებ პროექტი.

 

 

როგორც კობა კობალაძემ განაცხადა, მოხდა შეთანხმება, რომ შეიქმნება სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელებით დაკომპლექტებული უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი.

„სამუშაო ჯგუფი წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებებისთვის საბოლო სახით ჩამოყალიბებაზე იმუშავებს, უწყებების ხელმძღვანელებთან პოზიციების შეჯერდება და 8 სექტემბერს გაიმართება გაფართოებული შეხვედრა“, - აღნიშნა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი