მიხეილ ყაველაშვილი ისრაელის სრულუფლებიან ელჩს რან გიდორს შეხვდა
04-08-2020, 17:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა ისრაელის სახელწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რან გიდორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

 

 

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და ამ კუთხით არსებულ პერსპექტივებზე ისაუბრეს.

 

 

კომიტეტის თავმჯდომარემ დიპლომატს კომიტეტის საქმიანობა გააცნო. მიხეილ ყაველაშვილი რან გიდორს კომიტეტის ფარგლებში განხორციელებული საკანონმდებლო საქმიანობის და გატარებული და დაგეგმილი რეფორმების ძირითად მიმართულებებზე ესაუბრა.

 

 

„ელჩს გავაცანი კომიტეტის სტრატეგია და ჩვენს მიერ შემუშავებული სამწლიანი სამოქმედო გეგმა. ვისაუბრეთ მნიშნელოვან ინიციატივებზე და მიმართულებებზე, რომელსაც კომიტეტი ახორციელებს. მათ შორის, სპორტის კანონზე, რომელზე მუშაობაც დასრულების ფაზაშია. ჩვენ დაწყებული გვაქვს მასობრივი სპორტის სტრატეგიაზე მუშაობა, ასევე ახალგაზრდობის მიმართულებით საკმაოდ ნაყოფიერი სამუშაო გავწიეთ და დავამტკიცეთ ახალგაზრდობის პოლიტიკის კონცეფცია. ელჩი აღნიშნული საკითხებით დაინტერესდა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

 

მხარეებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას და კომიტეტის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს. მისივე თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სპორტული ტურიზმის მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე.

 

 

მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით ისრაელის სახელწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ძალიან პოზიტიური შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციები გაცვალეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

 

„საინტერესო შეხვედრა გვქონდა. დარწმუნებული ვარ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჯანსაღი ცხოვრება და სპორტი, ასევე ახალგაზრდობის განვითარება ჩვენს ქვეყანაში და ელჩმა სურვილი გამოთქვა, რომ ჩაერთოს ამ პროცესებში“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი