ფოფხაძე ,,ოცნებას'' ტოვებს? - თუ 1 წლის მერე ამავე მოცემულობაში დავრჩით, არათუ უკან დავბრუნდებით, უარეს რეალობაშიც გადავალთ
28-09-2015, 09:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

“თუ ერთ წელში გუნდში არაფერი შეიცვლება, ,,ოცნებას'' დავტოვებ”,- აცხადებს გაზეთ "ვერსიასთან" ინტერვიუში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე.


ფოფხაძეს იმედი აქვს, რომ 2016 წლის არჩევნებნამდე ,,ოცნება'' პარტიულად განვითარდება.


”მინდა, ,,ოცნება'' იდეოლოგიურად გამართულ პარტიად ჩამოყალიბდეს. იმედი მაქვს, ამ ერთ წელში ,,ოცნება'' პარტიულად ისე განვითარდება, რომ მასში უფრო მეტი თანამოაზრე მეყოლება. მაინტერესებს, რა შეიცვლება ამ ერთი წლის განმავლობაში. თუ ასე არ მოხდა, მაშინ პარტიას დავტოვებ”, - აცხადებს ფოფხაძე და დასძენს, რომ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს მიიღეს შანსი, ნაციონალები დაამარცხეს და მათ არ დაემსგავსნენ.


”დღეს ეს მოცემულობა მაკმაყოფილებს, ხვალინდელი საქართველოსთვის კი იგივე მოცემულობა არანაირად არ მაწყობს. თუ 1 წლის მერე ამავე მოცემულობაში დავრჩით, არათუ უკან დავბრუნდებით, უარეს რეალობაშიც გადავალთ. ამიტომ ამ 1 წლის განმავლობაში, პარტიის პოლიტიკური რესურსი უნდა გაძლიერდეს, ახალი ხალხი მოვიზიდოთ და ახალი შანსი მივცეთ ამომრჩეველს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წავალ!”, - აცხადებს ფოფხაძე


ვერსია

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი