ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა გრძელდება. წყნეთში, გაგრის N8ა-სა და ბარნოვის N83-ში მრავალბინიანი სახლების გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.
მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, გამაგრდება და განახლდება ავარიული სახლების საფუძველი და კედლები. პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით, 310 000 ლარს შეადგენს.
მიმდინარე პროცესს ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე დავით კვინიკაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.
“გასული წლების მსგავსად და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობით, ვაგრძელებთ ავარიული სახლების გამაგრების პროექტებს. ეს ის სახლებია, წყნეთში და ბარნოვის ქუჩაზე, სადაც ცხოვრება გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენდა. ამიტომ ამ სამუშაოების განხორციელება უმნიშვნელოვანესია აქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ამ ორი პროექტის ღირებულება 300 000 ლარზე მეტია. ამ დროისთვის, ვაკის რაიონში კიდევ ერთი სახლის გამაგრება მიმდინარეობს”, - განაცხადა დავით კვინიკაძემ.
წყნეთში, გაგრის N8ა-ში 15 ოჯახი, ხოლო ბარნოვის N83-ში 8 ოჯახი ცხოვრობს.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.