გიორგი გახარია: „ყველას კარგად გვესმის, რომ შევდივართ გრძელვადიან, ღრმა ეკონომიკურ კრიზისში“
06-08-2020, 15:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მიუხედავად პირდაპირი ფრენების აღდგენისა, ტურისტების რაოდენობა ძალიან ცოტაა.

 

 

„ჩვენს მოქალაქეებს აინტერესებთ რატომ და მიზეზშედეგობრივი კავშირი რა არის. როდესაც კრიზისი დაიწყო პირველი გამოვედით და ვთქვით, რომ ერთი - კომუნალური ხარჯები, მეორე - სესხების გადავადება და პირდაპირი მიზნობრივი მხარდაჭერა გვქონდა ტურისტული სექტორისთვის. ზუსტად 1 თვეში ნათელი გახდა, რომ ზღვაში წვეთია ეს საერთოდ და სასაცილო იყო უკვე ეს ციფრები. შემდგომ დავსხედით, ვიმუშავეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მოვიზიდეთ დამატებითი რესურსები და გამოვედით და ვთქვით, რომ ყველა ადამიანმა, რომელმაც დაკარგა სამსახური ექნება 1200 ლარი 6 თვის განმავლობაში, თვითდასაქმებულებს 300 ლარი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და ა.შ. ამის შემდგომ ჩვენ ყველანი ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვემზადებოდით, ეფექტურად ვმართავდით ეპიდემიის გავრცელებას და ვემზადებოდით იმისთვის, რომ ქვეყანაში საზღვრებს გავხსნიდით და ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს სექტორს - ტურიზმს ავამუშავებდით.

 

 

ტურიზმის გადაცემის ეფექტი არის უდიდესი ეს იყო ძირითადი გათვლა. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ დაახლოებით ივნისში თუ არა ივლისში ტურიზმის ნელ-ნელა აღდგენას დავიწყებდით და ქვეყანაში შემოსავლები დაიწყებოდა, შემოსავლები, რომლებიც ეხება უამრავ ადამიანს, დასაქმებულს ტურიზმის სექტორში, რესტორნებში, სოფლის მეურნეობაში და ა.შ. ყველა ერთად ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პირდაპირი ფრენები აღვადგინეთ მაგალითად მიუნხენთან, პარიზთან, ვენასთან, კიდე რამდენიმე ქალაქთან, ზღვაში წვეთია. თითო ოროლა ტურისტს თუ იპოვით თბილისში მოსეირნეს და, რა თქმა უნდა, ამასთან ერთად, ის რაც ხდება გლობალურ ეკონომიკაში. არავინ თვლის დღეს, რომ გამოსავალს იქიდან რაც ხდება გლობალურ ეკონომიკაში იპოვის წლის ბოლომდე, ან თუნდაც მომავალი წლისთვის. ამიტომ ყველას კარგად გვესმის, რომ შევდივართ გრძელვადიან, ღრმა ეკონომიკურ კრიზისში,"- განაცხადა პრემიერ მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი