საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის შემდგომი - III ეტაპი შეიმუშავა
06-08-2020, 19:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოქალაქეებზე ზრუნვისა და მათი სოციალური მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის შემდგომი - III ეტაპი შეიმუშავა:

 

 

StopCov ფონდში საქართველოს მოქალაქეებთან,ბიძინა ივანიშვილთან და ბიზნესთან ერთად ფინანსების მობილიზების შედეგად, ოჯახების და მათი შვილების დასახმარებლად შემუშავებულია ახალი სოციალური პაკეტი - 17 წლის ასაკის ჩათვლით თითოეულ ბავშვზე გაიცემა 200-ლარიანი დახმარება.

 

 

კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის პროგრამა გაგრძელდება ზამთარშიც - 4 თვის განმავლობაში - ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი - დაფინანსებას მიიღებს ყველა ის ოჯახი, რომელიც მოიხმარს 200 კვ. საათამდე ელექტროენერგიას და 200 მ3-მდე ბუნებრივ აირს.

 

 

80 000-მდე თვითდასაქმებულს, ვინც ვერ წარმოადგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია, მაინც მიიღებს 300-ლარიან კომპენსაციას სექტემბრის დასაწყისამდე (170 000-ზე მეტმა თვითდასაქმებულმა დახმარება უკვე მიიღო).

 

 

150 000-მდე სოციალური ქულის მქონე სტუდენტებს დაუფინანსდებათ ნახევარი წლის (2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის) სწავლის საფასური - 1125 ლარი, ხოლო 150 000-მდე სოციალური ქულის მქონე სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დაუფინანსდებათ 1 წლის (2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულისა და 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის) სწავლის საფასური - 2250 ლარი.

 

 

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დასაწყისიდანვე სახელმწიფომ ორი მთავარი მიზანი დაისახა - ზრუნვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, და ზრუნვა მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

 

 

პირველივე ეტაპზე, გადაუდებელი ღონისძიებების სახით, დაახლოებით 1.2 მლნ ოჯახს დაუფინანსდა 3 თვის კომუნალური გადასახადი, 600 ათას მოქალაქეს გადაუვადდა კომერციული სესხების გადასახადი, ხოლო ტურიზმის სექტორის კომპანიებს გადაუვადდათ საშემოსავლო და ქონების გადასახადი და სხვ.

 

 

ანტიკრიზისული გეგმის მე-2 ეტაპი მოიცავდა კონკრეტულ დახმარებებს სხვადასხვა სოციალური ჯგუფისათვის, მათ შორის 1200-ლარიანი დახმარება მიიღეს მათ, ვინც დაკარგეს სამსახური, 300-ლარიანი კომპენსაციის გაცემა დაიწყო თვითდასაქმებულებისათვის, ასევე კომპენსაციები (6 თვის განმავლობაში - 100 ლარი ყოველთვიურად) მიიღო სხვადასხვა მოწყვლადმა ჯგუფმა: შშმ პირები და შშმ ბავშვები, მრავალშვილიანი ოჯახები და სხვ.

 

 

დღეის მდგომარეობით სხვადასხვა სახის კომპენსაცია მიიღო 560 ათასზე მეტმა მოქალაქემ და კომპენსაციების გაცემა ჯერ კიდევ გრძელდება.

 

 

ასევე, აქტიურად ხორციელდება მიზნობრივი მხარდაჭერის ანტიკრიზისული პროგრამები ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და დეველოპერულ სექტორებში, რაც ხელს უწყობს დარგების კრიზისიდან სწრაფად გამოსვლას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას.

 

 

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი