დიახ, ხელისუფლებაში მოსვლიდან 3 წლის თავზე (საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება 2012 წლის 1 ოქტომბერს), ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული კოალიცია "ქართული ოცნება", სულ უფრო დაემსგავსა გასული საუკუნის 90 იანი წლების მეორე ნახევრის, ედუარდ შევარდნაძის პირმშოს, – "საქართველოს მოქალაქეთა კავშირს". ეს რეალობაა და მსგავსება (პოლიტიკურ–ფსიქოლოგიური) იმდენად თვალსაჩინოა, რომ ვერსად გავექცევით, თუნდაც, მაშინდელი და ახლანდელი პარლამენტების თავმჯდომარეებს შორის, როგორც ჟვანია შევარდნაძისთვის, ისე უსუფაშვილი ივანიშვილისთვის ყველაფერს აკეთებს, რომ მას ერთგულება დაუმტკიცოს, რათა "საბოლოოდ" თავისი პოლიტპარტია გააძლიეროს და "საჭირო დროს უგანოს", საკუთარი "თამაშის დასაწყებად".
ჟვანიას და უსუფაშვილის "გუნდებიც" საკმაოდ გვანან ერთმანეთს, როგორც პოლიტიკურად, ისე მორალურად. "შევარდნაძის "მოქალაქეთა კავშირში" და ივანიშვილის "ქართულ ოცნებაში" შემავალი სხვა პოლიტჯგუფები და პერსონები, "გაჭრილი ვაშლის ნაწილებივით" ერთმანეთს იმეორებენ, – პოლიტიკური რიტორიკიდან დაწყებული, საარჩევნო დაპირებებით დამთავრებული. ერთია, ძალზედ მნიშვნელოვანი განსხვავება ამ ორი ძალის ლიდერებს შორის, ის, რომ შევარდნაძემ ყველაფერი იკადრა საქართველოს ხელისუფლებაში მოსასვლელად ("სხვების" მეშვეობით, დაამხო პრეზიდენტ გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლება), ხოლო ივანიშვილი, იძულებით (პირადი წყენის გამო) მოვიდა ხელისუფლებაში, თანაც კანონიერი გზით, არჩევნებში გამარჯვებით გაუშვა ხელისუფლებიდან პრეზიდენტი სააკაშვილი. ერთიც, შევარდნაძის წასვლას პოლიტიკიდან რევოლუცია დასჭირდა, ხოლო ივანიშვილს "ერთი სული ქონდა", რომ პოლიტიკური თანამდებობები დაეტოვებინა. აღსანიშნავია, რომ შევარდნაძის "მოქალაქეთა კავშირის" და ივანიშვილის "ქართული ოცნების" მსგავსება, თავიდანვე არ დაწყებულა, უბრალოდ, ნებსით თუ უნებლიედ, განვლილი 3 წელი მათ "პოლიტიკურ–ზნეობრივ იდენტობას" სრულად წარმოაჩენს და "საქმენი მათნი" ამას ადასტურებენ.
გაისად საპარლამენტო არჩევნებია და "მოქალაქეთა კავშირთან" "ქართული ოცნების" არსებული მსგავსება თუ შენარჩუნდა, მაშინ "ქართულ ოცნებასაც" იგივე ბედი ელის, რაც "მოქალაქეთა კავშირს" 2003 წლის ნოემბერში, ანუ პოლიტიკური კრახი. მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელის, ან კიდევ კოალიციის სხვა ლიდერების შეცვლა, ჩემს პესიმისტურ პროგნოზს ვერ უშველის, ვერც ბიძინას "საარჩევნო ფინანსური ინექცია", რისი დიდი იმედიც აქვთ "მოქალაქე მეოცნებეებს". საჭიროა, რომ დარჩენილ ერთ წელიწადში (რაც არ გაკეთდა 3 წლის მანძილზე!), ქვეყანაში არსებული კადრების სრული მობილიზებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ – "თავი დააღწიოს მოქალაქეთა კავშირთან მსგავსებას", ანუ იმას, რომ – "კოალიცია "ქართული ოცნება" = "მოქალაქეთა კავშირი" 2 – ს"!! ის "სიმშვიდეც", რომელიც შეიმჩნევა "ქართული ოცნების" მაღალ კულუარებში, ძალზედ წააგავს მსგავს განწყობებს 2003 წლის დროინდელ "მოქალაქეთა კავშირიში", შედეგი კი საყოველთაოდ ცნობილია!..
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.