ხობში 8 აგვისტოს დაღუპულებს პატივი მიაგეს
08-08-2020, 14:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

8 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული 9 ხობელი გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა დაჩი ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მერის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ, საკრებულოს კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნიამ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.

 

 

„8 აგვისტო, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. უთანასწორო ბრძოლას ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილები შეეწირნენ. ეს, დღე განსაკუთრებით მძიმეა ჩვენთვის, ხობელებისთვის, რადგან აგვისტოს ომმა ცხრა რჩეული ხობელი ვაჟკაცის სიცოცხლე შეიწირა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ქედს ვიხრი სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებული ხობელი გმირების წინაშე“ - აღნიშნა მერმა.

 

 

მემორიალთან გოგა ბერაიას, მიხეილ იოსავას, ლევან ჭოჭუას, დათა ხურცილავას, გოგა ჭითანავას, ზვიად დათუაშვილის, ლევან ტურავას, გოგიტა ქარჩავას და რამაზ კიტიას სახელთა უკვდასაყოფად ფოტო გამოფენა და ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „აგვისტოს გმირები“ გაიმართა. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ხობის წმინდა სამების სახელობის ეკლესიაში, მღვდელმა კირიონმა (დარასელია)

 

 

ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი