სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ხალდეს აღორძინების ფონდის ორგანიზებით გამოფენა - „სვანეთის-ხალდეს აჯანყება 1875-1876" - გაიხსნა.
მუზეუმში წარმოდგენილი ექსპოზიცია საარქივო დოკუმენტაციაზე, ეთნოგრაფიულ და ფოტო-ვიდეო მასალაზე დაყრდნობით მოგვითხრობს თავისუფლებისათვის მებრძოლი, რუსეთის იმპერიულ ძალმომრეობასთან დაპირისპირებული, მაღალმთიანი პატარა სოფლის - ხალდეს მკვიდრთა შემართებასა და თავგანწირვაზე.
გამოფენა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაურ ჩართოლანმა და ხალდეს ისტორიის მკვლევარმა თორნიკე გასვიანმა. მათ ისაუბრეს ხალდეს აჯანყების დეტალებზე და მნიშვნელობაზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორი რუსუდან ჯაფარიძე და სხვა სტუმრები.
ღონისძიება სვანეთის ფოლკლორული ანსამბლ „რიჰო" ს მიერ შესრულებული სვანური სიმღერებით დასრულდა.
გამოფენა სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში 31 დეკემბრამდე იქნება წარმოდგენილი.
ინფორმაციას მესტიის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.