პრემიერ მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარესა და მთავრობის წევრებთან ერთად, ახალციხეში, შალვა ახალციხელის სახელობის ახლად აშენებული საკათედრო ტაძრის გახსნას დაესწრო
09-08-2020, 18:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, პარალამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ახალციხეში, შალვა ახალციხელის სახელობის ახლად აშენებულ საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო.

 

 

საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

 


მეუფემ ახალი ტაძრის კურთხევასა და საზეიმო წირვაზე დასწრებისთვის საქართველოს მთავრობის წევრებს მადლობა გადაუხადა და დალოცა ყველა მოქალაქე, ვინც ტაძრის შეჩერებული მშენებლობის დასრულებაში წვლილი შეიტანა.

 


შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ და უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევა და მილოცვა გადასცა.

 


ტაძარში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.

 


გიორგი გახარიას განცხადებით, ახალციხეში შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძრის ამოქმედება არის დიდი ზეიმი არა მარტო ახალციხელებისთვის, არამედ დიდი ზეიმია მთლიანად საქართველოსთვის.

 


"ჩემთვის და ხელისუფლების თითოეული წარმომადგენლისთვის, ვინც დღეს აქ ვართ, უდიდესი პატივია იყოს აქ, თქვენთან და ჩვენს სამღვდელოებასთან ერთად. ახალციხეში შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძრის ამოქმედება რა თქმა უნდა, არის დიდი ზეიმი არა მარტო ახალციხელებისთვის, არამედ დიდი ზეიმია მთლიანად საქართველოსთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვახსენდება, რომ ეს ის წმინდანია, რომელიც მფარველობს ჩვენს ჯარს. ეს ის წმინდანია, რომელიც მფარველობს ჩვენს მეომრებს და რა თქმა უნდა, აქ გვახსენდება აგვისტო და გადატანილი მძიმე დღეები. მინდა თითოეულ ახალციხელს გისურვოთ მშვიდობა, წინსვლა და გისურვოთ, რომ მსგავსი ტაძრები სულ უფრო და უფრო მეტი შენდებოდეს ჩვენს ქვეყანაში",- აღნიშნა პრემიერმა.

 


ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი