„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პარტიის ცენტრალურ ოფისში პენსიონრებსა და იმ მოქალაქეებს შეხვდა, რომლებსაც საბანკო ვალდებულებები მაღალ პროცენტში აქვთ აღებული და პირობა დადო, რომ მისი პრემიერ მინისტრობისას პენსიონერების სესხებზე პროცენტი ჩამოიწერება დეკემბერში, პენსია ყოველწლიურად გაიზრდება და პირველი იანვრიდან 30 პროცენტით გაიაფდება წამლები.
„დამსხვრეული ოცნებების, ივანიშვილის პარტიამ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო საპენსიო ასაკის ადამიანები. დოლარში, 86 დოლარი იყო პენსია 2012 წელს, ახლა არის 69 დოლარი. პროდუქტებზე ფასები გაიზარდა 40 პროცენტით, წამლები გაძვირდა 76 პროცენტით. თუ ფიქრობს საერთოდ ეს ხალხი, როგორ ცხოვრობენ პენსიონერები, რომლებსაც კიდევ 36 პროცენტიანი სესხების გადახდა უწევთ?! პირობას ვაძლევ პენსიონერებს, რომ სესხებზე პროცენტი ჩამოიწერება დეკემბერში, პენსია ყოველწლიურად გაიზრდება, ქვეყანაში დავიწყებთ წარმოებას, რომელიც ხალხს ასე მძიმედ აწევს. პირველი იანვრიდან 30 პროცენტით გაიაფდება წამლები. ამის პირობას ვდებ, როგორც ქვეყნის მომავალი პრემიერ მინისტრი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ, როგორც ამას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.