ბელარუსის დედაქალაქში პროტესტანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80% მიიღო
10-08-2020, 11:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - ბელარუსის დედაქალაქ მინსკში პროტესტანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ტელევიზიამ კვირას გამართული საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტ პოლის შედეგები გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც დიდი უპირატესობით მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ლიდერობს.

 


მინსკში პოლიციამ ქუჩაში გამოსული დემონსტრანტების წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა.

 


სახელმწიფო ტელევიზიის ეგზიტ პოლის თანახმად ლუკაშენკომ ხმების დაახლოებით 80% მიიღო, მთავარმა ოპოზიციონერმა კანდიდატმა, 37 წლის სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, რომელი საარჩევნო მარათონში პატიმრობაში მყოფი ქმრის ნაცვლად ჩაება, 7%. მან განაცხადა, რომ არ ენდობა ამ მონაცემებს. „მე მჯერა და ვხედავ, რომ უმრავლესობა ჩვენთანაა“, თქვა მან კვირა საღამოს გამართულ პრესკონფერენციანზე.

 


ოპოზიციამ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხმების ალტერნატიულ გადათვლას განახორციელებენ.

 

 

 


65 წლის ლუკაშენკომ, რომელიც ბელარუსის სათავეში 1994 წლიდანაა, აღთქმა დადო, რომ ქვეყანა „კონტროლის ქვეშ“ დარჩება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი