გიორგი გახარია: „ირაკლი ქადაგიშვილმა ზედმიწევნით იცის კახეთის ყველა პრობლემა, არჩევნებიდან მეორე დღეს დაჯდება და დაიწყებს შრომას ამ კუთხის კიდევ უფრო განვითარებისთვის“
10-08-2020, 12:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უნდა გაგრძელდეს ყველა ის პროექტი და პროგრამა, რომელიც კახეთის განვითარებისთვის ხორციელდება და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ კახეთში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას.

 

 

პრემიერის თქმით, ირაკლი ქადაგიშვილმა ზედმიწევნით იცის რეგიონის ყველა პრობლემა და ის ამ კუთხის ღირსეული შვილია.

 

 

„ყველას კარგად გვახსოვს რამხელა კონცენტრირებული ყურადღება იყო მიმართული კახეთისკენ. მარტივი მაგალითს მოგიყვანთ – 2012 წელს კახეთში მოიკრიფა დაახლოებით 52 000 ტონა ყურძენი, 2019 წელს კი 278 000 ტონა ყურძენი, 5 – ჯერ მეტი, ეს არის ჩვენი, ყველას ერთობლივი შრომის შედეგი და, რა თქმა უნდა, ეს უნდა გავაგრძელოთ, რა თქმა უნდა სახელმწიფომ უნდა იზრუნოს თავის ფერმერზე, გვერდში უნდა დაუდგეს თითოეულ მშრომელ ადამიანს, რომელსაც მოჰყავს ყურძენი, რომელიც აკეთებს მსოფლიოში საუკეთესო ღვინოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კახელი გლეხის შრომა იყოს დაფასებული. ის აღმშენებლობა რომელიც დღეს კახეთში მიმდინარეობს, თუნდაც ეს ციხე, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ეს ისტორიული მუზეუმი, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ გაკეთდა, ყველა ის პროექტი, რომელიც უნდა გაგრძელდეს, თელავის რეაბილიტაცია, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს თელავის წყალმომარაგების საკითხი, მოგეხსენებათ, კურდღელაურში შენდება საბავშვო ბაღი, უნდა გაგრძელდეს, ასეთი საბავშვო ბაღები ყველა სოფელში უნდა იყოს. უნდა მივაქციოთ ყურადღება თელავის, როგორც საგანმანათლებლო ცენტრის განვითარებას. აგერ დასრულდება წელს მშვენიერი პროფესიული საწავლებელი „პრესტიჟი“ და ასევე თელავის უნივერსიტეტში შეიქმნება ჩვენს გერმანელ კოლეგებთან ერთად განსაკუთრებული სპეციალიზაცია, ასევე პროფესიული, რომელიც პირდაპირ მიეხმარება ჩვენს ფერმერებსა და გლეხებს უფრო მეტი ცოდნა და კომპეტენცია შემოიტანონ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად. რა თქმა უნდა, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, ადამიანთან, რომელიც ამ კუთხის ღირსეული შვილია, რომელიც იქნება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც დარწმუნებულები ვართ, რომ გაიმარჯვებს. ეს ის ადამიანია, რომელმაც ზედმიწევნით იცის დღეს რეგიონის ყველა პრობლემა, კახეთის და თელავის. ეს ის ადამიანია, რომელსაც არ დასჭირდება ბევრი მომზადება და შესწავლა ამ პრობლემებისა, ეს ის ადამიანია, რომელიც არჩევნებიდან მეორე დღეს დაჯდება და დაიწყებს შრომას ამ კუთხის კიდევ უფრო განვითარებისთვის. ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თელავის კეთილდღეობისთვის და, საბოლოო ჯამში, ერთად საქართველოს კეთილდღეობისთვის, გილოცავთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი