ირაკლი ღარიბაშვილი: „ხელისუფალი, რომელიც ქვეყანას ვერ აარიდებს ოკუპაციას, არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას“
10-08-2020, 13:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხელისუფალი და ის გუნდი, რომელიც ქვეყანას ვერ აარიდებს ჩვენი ქართული ძირძველი ტერიტორიების დაკარგვას და ოკუპაციას, რა თქმა უნდა, ის არ იმსახურებს, არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, პოლიტიკაში დარჩენას, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მიერ მოსახლეობისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას.

 

 

„ღირსეული მომავალი არ იქმნება ერთი ადამიანის ან ჯგუფის მიერ, ეს იქმნება ქართველ ხალხთან ერთად. 2012 წელს სწორედ ასეთი არჩევანის წინაშე იდგა ქართველი ხალხი და მაშინ გამოჩნდა ადამიანი, კაცი, რომელმაც მობილიზება გაუკეთე სრულიად საქართველოს, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. თქვენთან ერთად, ოცნების მეომრებო, შეძლო შეუძლებელი და დაამარცხა მოძალადე, მკვლელი და მჩაგვრელი სისტემა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

მისი თქმით, თუ დაივიწყებენ წარსულს, დადგება იმის საფრთხე, რომ მოსახლეობა დადგეს იმ დიდი განსაცდელის წინაშე, რომელიც 12 წლის წინ ქვეყანამ გამოსცადა.

 

 

„ტრაგედია, 2008 წლის აგვისტოს ომი არის ის დიდი ტკივილი, ის უბედურება, რომელიც სააკაშვილის მჩაგვრელმა ხელისუფლებამ ვერ აარიდან ჩვენს ღირსეულ ხალხს. შედეგად ჩვენ მივიღეთ ათაიათასობით დევნილი მოსახლეობა. 199-ზე მეტი დაკარგული სოფელი, ოკუპირებული ტერიტორიების დაკანონება და ოკუპანტის დაბრუნება საქართველოში. ეს რის მზიმე მემკვიდრეობა. ხელისუფალი და ის გუნდი, რომელიც ქვეყანას ვერ აარიდებს ჩვენი ქართული ძირძველი ტერიტორიების დაკარგვას და ოკუპაციას, რა თქმა უნდა, ის არ იმსახურებს, არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, პოლიტიკაში დარჩენას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” კახეთის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი წარუდგინა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი