ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაქ ობამას განცხადებით, აშშ-ს გააჩნია ძალების იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესები დაიცვას, თუკი დიპლომატია შედეგს ვერ გამოიღებს. ამის შესახებ მან ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ დაუყოვნებლივ გამოიყენებს თავის შეიარაღებულ ძალებს ცალმხრივ რეჟიმში, თუკი დადგება ქვეყნის ან მოკავშირეთა დაცვის საკითხი.
"ჩვენ ქვეყანას ძლევამოსილი შეიარაღებული ძალები გააჩნია და არ დავაყოვნებთ ჩვენი მოკავშირეების, მეგობრების დაცვას ცალმხრივ რეჟიმში ძალის გამოყენების გზით, როდესაც ამის საჭიროება დადგება", - განაცხადა ობამამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.