საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პირის პირველწყაროს დადგენა ჯერ ვერ მოხერხდა
10-08-2020, 14:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პირის პირველწყაროს დადგენა ჯერ ვერ მოხერხდა.

 

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების მომატებული შემთხვევების ფონზე, აუცილებელია, რომ მოსახლეობამ დაწესებული შეზღუდვები პირნათლად დაიცვას.

 

 

„24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა 25 ახალი შემთხვევა. კარგია, რომ შემთხვევების უმრავლესობა არის გამოკვლეული და ცნობილი წყაროდან, თუმცა რჩება ორი ინფიცირებული, რომლის წყაროზეც ჯერ ეპიდკვლევა მიმდინარეობს. როგორც ვხედავთ, ბოლო პერიოდის განმავლობაში სიტუაცია მერყევია. ამგვარი ეპიზოდური მატების მაჩვენებელი ცალსახად მიუთუთებს იმას, რომ რისკი „კოვიდთან“ დაკავშირებით რჩება კვლავაც მაღალი. ამიტომ, მოდუნებისა და მაკონტროლებელი ღონისძიებების შერბილების საფუძველი ჯერ არ გვაქვს, რაც მიუთითებს იმას, რომ მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს ტესტირების აქტივობები და ასევე, ის დამატებითი ღონისძიებები, რაც ასეთ ცხელ კერებში გვიწევს, რომ გავატაროთ დამატებით ლოკალიზებული საკარანტინე ღონისძიებების სახით. როგორც ვხედავთ, მაინც არის შემთხვევების მატების ეპიზოდები, რაც მიუთითებს რისკების არსებობაზე, ამდენად ნიღბების ტარება, პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება და სხვა ღონისძიებები ისევე უნდა გავაგრძელოთ, როგორც აქამდე“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი