ირაკლი ღარიბაშვილი: „როცა გიორგი ანწუხელიძისნაირი გმირები თავგანწირვით იბრძოდნენ, ყველამ ვნახეთ დიდი ეროვნული სირცხვილი, ყოფილი პრეზიდენტის სიმხდალე, რაც ქართველ კაცს არ ახასიათებს“
10-08-2020, 16:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მუნიციპალიტეტში ვიმყოფებით. აი, იმ დროს, როცა გიორგისნაირი გმირები თავგანწირვით იბრძოდნენ აგვისტოს ომში, ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ დიდი ეროვნული სირცხვილი – ყოფილი პრეზიდენტის, იმ დროს მთავარსარდლის სიმხდალე, რაც ქართველ კაცს არ ახასიათებს, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას.

 

 

„მინდა, ჩემს გამოსვლაში რამდენიმე აქცენტი გავაკეთო აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ვინაიდან, ეს ჩვენ მოგვწონს თუ არა, რა თქმა უნდა, ყველას ტკივილია, ჩვენი ტრაგედიაა. 12 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან და კარგად გვახსოვს ის ტრაგიკული დღეები, დიდი ტკივილი, რომელიც თითოეულმა ქართველმა განიცადა. საუბედუროდ, სააკაშვილის უსამართლო, უღირსმა ხელისუფლებამ ვერ აგვაცილა ეს უდიდესი განსაცდელი და ჩვენ, შედეგად მივიღეთ დამატებით ტერიტორიების დაკარგვა დროებით, ოკუპაცია, რაც ყველაზე მძიმე შედეგია ამ ომის. კოდორი, რომელიც რატომღაც დაავიწყდათ ამ დესტრუქციულ ოპონენტებს, ახალგორი, 100-ზე მეტი სოფელი, ათი ათასობით დევნილი, გაუბედურებული და, რა თქმა უნდა, ოჯახებდანგრეული და სახლებიდან აყრილი ჩვენი მოქალაქეები. აი, ეს არის ის მძიმე მემკვიდრეობა მეგობრებო, რომელიც ჩვენ სულ რაღაც რვა წლის წინ გადმოგვებარა და გადმოგვებარა არა შემთხვევით და ვინმეს კეთილი ნებით, არამედ თქვენი ძალით, ხალხის ძალით და ჩვენი ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. აქ ვიმყოფებით ჩვენი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მუნიციპალიტეტში. დიდება მის სახელსა და ხსოვნას. აი, იმ დროს, როცა გიორგისნაირი გმირები თავგანწირვით იბრძოდნენ აგვისტოს ომში, ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ დიდი ეროვნული სირცხვილი – ყოფილი პრეზიდენტის იმ დროს მთავარსარდლის სიმხდალე, რაც ქართველ კაცს არ ახასიათებს. ქართველი კაცის გულში და სულში არის სულ სხვა ბრძოლის მუხტი, სხვა სულია. ჩვენ ვიხილეთ დიდი ტრაგედია, ეროვნული სირცხვილი – მიწაზე გართხმული მთავარსარდალი, რომელიც დღესაც უნამუსოდ და უსირცხვილოდ აცხადებს პრეტენზიას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი