ახალი პროექტი - „7 დღე ჯარისკაცად“ უახლოეს მომავალში განხორციელდება
11-08-2020, 10:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„7 დღე ჯარისკაცად“ - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტია, რომელიც ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად. შემუშავების პროცესში არსებული სიახლე სამხედროებმა სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულმა გვარდიამ საველე მომზადების ბანაკ „პალდოში“ 18 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს უმასპინძლა და დაგეგმილი პროექტი - „7 დღე ჯარისკაცად“ წარუდგინა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

ეროვნული გვარდიის მეთაურმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ ახალგაზრდებს სამხედრო საქმით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, ახალგაზრდებმა პროექტის ორგანიზატორებს საკუთარი წინადადებებიც შესთავაზეს. პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდებისთვის სპეციალურად მომზადებულ 7-დღიან სასწავლო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მსმენელებს სამხედრო თემაზე თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდებათ. ისინი, ასევე ჯარისკაცის ცხოვრების წესს გაეცნობიან.

 


სამხედროები სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს ქვეყნისთვის რეზერვის მნიშვნელობაზეც ესაუბრნენ. 18 -დან 22-ი წლის სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გავლის შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია, პარალელურად რეზერვისტს სამოქალაქო სამსახური უნარჩუნდება. რეზერვისტმა წლის განმავლობაში 45-დღიანი მომზადება უნდა გაიაროს. მინიმალური წლიური ანაზღაურება კი, 2700 ლარია.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი