ირაკლი ღარიბაშვილი: ნატოს გადაწყვეტილებით საქართველო შეუერთდა სწრაფი რეაგირების ძალებს
29-09-2015, 00:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატოს გადაწყვეტილებით საქართველო შეუერთდა სწრაფი რეაგირების ძალებს. მასში ქართული ასეული მიიღებს მონაწილეობას,-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას მიერ ორგანიზებულ გაეროს სამშვიდობო ოპერაციების სამიტზე.


საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ობამას და მსოფლიოს სხვა ლიდერებს გლობალური უსაფრთხოებისადმი ერთგულებისთვის და სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


“ჩვენ ვიქნებით მეოთხე, ნატოს არაწევრი ქვეყანა სწრაფი რეაგირების ძალებში, რაც მიუთითებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ქართული შეიარაღებული ძალების შეთანხმებული მოქმედების მაღალ დონეზე. დღეს სწრაფი რეაგირების ძალების რეზერვში 130 ქართველი მებრძოლია. გარდა ამისა, საქართველო ჩაერთო კრიზისის მართვის ოპერაციებში ევროკავშირის ხელმძღვანელობით. 2014 წელს ქართულმა სამხედრო კონტინგენტმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის ოპერაციებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. საფრანგეთის შემდეგ ჩვენ ვიყავით ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მისიაში, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონული და საერთაშორისო ძალისხმევის მხარდაჭერას ქვეყანაში სტაბილურობის აღდგენისა და პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროცესის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად. წელსაც საქართველო მონაწილეობს ევროკავშირის მიმდინარე მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მალისა და უკრაინაში ,"-აღნიშნა პრემიერმა.


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში.


“ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა და ჩვენ რეგულარულად შეგვაქვს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სამშვიდობო ძალებში: ჩვენ ვიყავით საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ქვეყანა ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის. ქართველი სამხედრო ძალები მსახურობდნენ ნატოს ჯარების გვერდი-გვერდ ავღანეთის ყველაზე ცხელ წერტილში, ჰელმანდის პროვინციაში,"-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


საქართველოს მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ საქართველო მსოფლიო თანამეგობრობის საიმედო პარტნიორია.


"დღეს საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის არის მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდამჭერი ძალა.კიდევ ერთხელ, მადლობას მოვახსენებ პრეზიდენტ ობამას და სხვა ლიდერებს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი ერთგულებისთვის. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ დღევანდელ დღის წესრიგს და მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენს მრავალწლიან ტრადიციას - წვლილს შევიტანთ სახელმწიფოთაშორის სამშვიდობო ძალებში. ჩვენ სიამაყით ვაგრძელებთ ვალდებულების შესრულებას. საქართველოს მებრძოლები ყოველთვის იდგებიან მოკავშირეების გვერდით ყველგან, სადაც ჩვენი ყოფნა საჭიროა,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი