ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ 25 წლის ნათია ცირეკიძის ოჯახის წევრებსა და მათ ადვოკატს შეხვდა. მინისტრმა ჯანდაცვის უწყების კომპეტენციის ფარგლებში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო პაციენტის შემდგომი რეაბილიტაციისა და ექსპერტიზის საკითხებს კონტროლზე აიყვანს.
“ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკიდან პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ შესაბამის დოკუმენტებს გამოითხოვს. ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, თუ სად შეიძლება პაციენტის მკურნალობა და რეაბილიტაცია გაგრძელდეს. თუ პანდემია შესაძლებლობას მოგვცემს, ჩვენ სამომავლოდ იმაზეც ვიმსჯელებთ, თუ რომელ კლინიკაში გააგრძელებს პაციენტი მკურნალობს. მზად ვართ, რომ ყველა იმ საექსპერტო ჯგუფის მობილიზება მოვახდინოთ, რომელიც ექსპერტიზას ჩაატარებს.“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილე, კახაბერ შალიკაძე ესწრებოდა.
ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.