გიორგი შაქარაშვილის ოჯახი მიიჩნევს, რომ მკვლელობის საქმე გახსნილია და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მინდა, გაგაცნოთ დაზარალებული ოჯახის პოზიცია გიორგის განზრახ მკვლელობის საქმეზე. ოჯახი თვლის, რომ გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია და დანაშაულის ჩამდენი პირები მართებულად არიან სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით. კონკრეტულად, საუბარია „ტოიოტა ქამრის“ ხუთ მგზავრზე.
მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენჯერმე დავაფიქსირეთ ჩვენი მოსაზრება მძღოლთან დაკავშირებით და არ ვიცოდით, ზუსტად რა პოზიცია ჩამოყალიბდებოდა, ვინაიდან ცოტა სპეციფიკური ამპლუა იყო მოცემულ შემთხვევაში, ვგულისხმობ დროს და ამ განვლილ ქრონომეტრაჟს. ამიტომ, საბოლოო ჯამში, დადგინდა, რომ ხუთმა პირმა ჩაიდინა გიორგის განზრახ მკვლელობა. დღეს არსებული მტკიცებულებების მიხედვით, რაც ოჯახისთვის არის ცნობილი, ვფიქრობთ, რომ სრულად არის დადასტურებული მათ მიერ ჩადენილი ქმედება“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
მისი თქმით, ამ საქმეს სასამართლოში არავითარი სამართლებრივი პრობლემა არ უნდა შეექმნას, რადგან მტკიცების მაღალი სტანდარტი, რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, დაკმაყოფილებულია.
„საბოლოო ჯამში, ეჭვშეუვალად დადგინდა, რომ „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მგზავრების გარდა, სხვა მანქანები, სხვა პირები და გარეშე ადამიანები შემთხვევის ადგილზე ფიზიკურად არ იყვნენ და ამ დანაშაულს სხვა ვერავინ განახორციელებდა. ამიტომ დაზარალებული ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. ოჯახი ბოლომდე თვალყურს მიადევნებს აღნიშნულ პროცესებს, არა მხოლოდ სასამართლოში, არამედ შემდგომ, სასჯელის მოხდის პერიოდში, რომ არ მოხდეს ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევები, როგორიც ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ. ვგულისხმობ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებას, შეწყალებას და ა.შ.“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.
დღეს, გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა მდინარე არაგვში გადააგდეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.