მთავარი პროკურატურა, სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილის ლევან იზორიას ძმის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 28 სექტემბერს ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ს 332-ე მუხლით“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილის ლევან იზორიას ძმა, რომელმაც მოძრაობის წესი დაარღვია, პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა გიორგი ბაბუნაშვილმა გააჩერა, თუმცა მან საპატრულო პოლიციის თანამშრომელს „სპეცსაშვი“ ე.წ. “ნარუშილოვკა ” წარუდგინა, რის საფუძველზეც იზორიას ძმამ საჯარიმო სანქციებს თავი დააღწია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.