თუ ჩვენ კვლავ ისევე მოვიქცევით, როგორც დღეს, არ ვატარებთ ნიღბებს, არ დავიცავთ სოციალურ დისტანციას, ეს რა თქმა უნდა მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ სექტემბერში სწავლის დაწყება რისკის ქვეშ აღმოჩნდეს, ამიტომ, მნიშნველოვანია მოქალაქეების სრული მობილიზაცია, რათა ჩვენმა ბავშვებმა სექტემერში სკოლებში სწავლის განახლება შეძლონ, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
„დღეს ველოდებით 1000 ტესტის შედეგს, ეს მოგვცემს ანალიზის საშუალებას, თუ რომელი ღონისძიებების გატარებაა საჭირო ქვეყანაში. ამ ეტაპისთვის გადაწყვეტილება ქვეყანაში ღონისძიებების დამატებით გამკაცრების შესახებ არ მიღებულა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობა ისეთივე მაღალი იყოს, როგორც ეს გაზაფხულზე იყო. ამ ეტაპისთვის სწავლასთან დაკავშირებით ცვლილებები არ იგეგმება, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე. თუ ჩვენ კვლავ ისევე მოვიქცევით, როგორც დღეს - არ ვატარებთ ნიღბებს, არ დავიცავთ სოციალურ დისტანციას - ეს რა თქმა უნდა მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ სექტემბერში სწავლის დაწყება რისკის ქვეშ აღმოჩნდეს. ამიტომ მნიშნველოვანია მოქალაქეების სრული მობილიზაცია, რათა ჩვენმა ბავშვებმა სექტემერში სკოლებში სწავლის განახლება შეძლონ“, - განაცხადა ტიკარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.