საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქი კოლეგა საქართველოში მოიწვია - ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა აჰმეთ დავუთოღლუსთან ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.