სვანეთის რეგიონში მერქნული რესურსის დამზადება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
„საკარანტინო შეზღუდვები, ადგილზე წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის მიმართულებით, გარკვეულ პრობლემებს იწვევს. სვანეთის რეგიონში ამ მომენტისთვის მერქნული რესურსის დამზადების ინტენსიური სეზონია. ძირითადი სამუშაოები ზემო სვანეთში მიმდინარეობს. ეს ის რეგიონი, სადაც დღეს საკარანტინო რეჟიმია. შესაბამისად, მოხდება პროცესის ორგანიზება. გამოყოფილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც აღრიცხავს თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც შედის, იტვირთება მერქნული რესურსით და გამოდის რეგიონიდან. ასევე, სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ყველა კონტრაქტორი მუშაობას იმისთვის, რომ სეზონი, რომელიც ძალიან მოკლეა და დამოკიდებულია ამინდებზე, შეფერხების გარეშე წარიმართოს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.