დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო- დახმარება, 180 ათასზე მეტ თვითდასაქმებულზე გაიცა
12-08-2020, 18:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანია - „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ გრძელდება.

 

 

კამპანიის ფარგლებში , დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა. შეხვედრაზე დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებული აქტივობები შეჯამდა . ასევე , საუბარი შეეხო სააგენტოს მიერ , პანდემიის პერიოდში განხორციელებულ სერვისებსაც, რაც კომპენსაციების გაცემის სრულ ადმინისტრირებას მოიცავს. "დღესდღეობით, საქართველოში გვაქვს მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს მიერ ახლად დაარსებული სააგენტოს ეფექტურობას.

 

 

სააგენტო კი, თავის მხრივ, გაატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას. ამით ჩვენ შევძლებთ, რომ გავლენა მოვახდენოთ, საქართველოში არსებულ დღევანდელ უმუშევრობის პროცენტზე "-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. გარდა ამისა, სააგენტოს , შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განახლება და განვითარება აქვს დაგეგმილი.

 

 

ღონისძიება ევროკავშირის პროექტის „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებისთვის“ მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას, მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, „ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს“ დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ველთაური, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამსაქმებლები და პარტნიორი ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

 

 

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი