თბილისის რამდენიმე უბანს დღეს (16 თებერვალი) საღამოს წყალმომარაგება შეუწყდება. წყალმომარაგების შეწყვეტა 1400 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე მომხდარი დაზიანებების სალიკვიდაციო სამუშაოებს უკავშირდება.
"გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს საღამოს (16 თებერვალი) 19:00 საათიდან წყალმომარაგება ეტაპობრივად შეუწყდება: ვარკეთილის მასივს, ვარკეთილის IV მ/რაიონის მე-2 რიგს, ვარკეთილის მასივის ზედა პლატოს, ვარკეთილი 3-ის მ/რაიონებს და საქჰიდრომშენს;
ვარკეთილის მეურნეობის, საქნავთის, ლილოს, ორხევის, თეთრიხევის, აეროპორტისა და მე-8 ლეგიონის დასახლებებს; ზემო და ქვემო ფონიჭალის, წმინდა ბარბარეს, გიგანტისა და მათ მიმდებარე კერძო დასახლებებს;
მოსკოვის გამზირს, ჯავახეთის, წულუკიძის, ქინძმარაულის, კაიროსა და ჟორესის ქუჩებს;
კახეთის გზატკეცილს და სოფლებს: სადგურ ველს, გამარჯვებას, ახტაკლიას, ყარატაკლიას, გაჩიანს.
ასევე წყალს გარკვეული შეფერხებით მიიღებს: ვაზისუბნის დასახლება, ბოგდან ხმელნიცკისა და ჩოლოყაშვილის ქუჩები, ქეთევან წამებულის გამზირი და მათი მიმდებარე ქუჩები.
წყლის მიწოდება ჩამოთვლილ უბნებს ხვალ (17 თებერვალი) 18:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ", -ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.