თუ დადგინდა, რომ რუსეთი ამერიკელი ჯარისკაცების ლიკვიდაციისთვის თალიბებს ფულს უხდიდა, მას უზარმაზარი ფასის გადახდა მოუწევს, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, „რადიო თავისუფლებათან“ ინტერვიუში.
„არასდროს ვსაუბრობ აშშ-ის დაზვერვის საქმეებზე, მაშინაც კი, თუ ზოგიერთი ჟურნალისტი გადაწყვეტს, რომ იციან, თუ რა ხდება სინამდვილეში. ჩვენ ვთქვით, თუ დადგინდა, რომ რუსები ფულს სთავაზობდნენ ამერიკელების, ასევე დასავლეთის სხვა წარმომადგენლების მკვლელობისთვის, მათ უზარმაზარი ფასის გადახდა მოუწევთ. სწორედ ეს გავუზაირე საგარეო საქმეთა მინისტრს, ლავროვს. ვიცი, ჩვენი სამხედროები ასევე ესაუბრნენ თავის ხელმძღვანელობას. ჩვენ ამას არ მოვითმენთ“, – განაცხადა პომპეომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ისტორიულად რუსები თალიბანს აიარაღებდნენ და ამას ახლა ირანელები აკეთებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.