ნიუ იორკში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა
29-09-2015, 01:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნიუ იორკში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. პირველად 2013 წლის შემდეგ, ბარაქ ობამამ და ვლადიმერ პუტინმა პირისპირ ისაუბრეს.


BBC -ს ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს გაერო-ს შტაბბინაში შეხვდა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მხარეებმა სირიაში არსებული ვითარება, რუსეთის როლი კონფლიქტის დარეგულირებაში, ასევე უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი განიხილეს. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნულ შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა. "ჩვენ ბევრი საერთო წერტილი გამოვნახეთ, თუმცა იყო აზრთა სხვაობაც", - დასძინა პუტინმა.


რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის არმია სირიის კონფლიქტში სახმელეთო ოპერაციაში არ ჩაერთვება, თუმცა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციის ჩატარება არ გამორიცხა. პუტინმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი მზად არის, ვაშინგტონთან ურთიერთობა დაალაგოს.


თეთრი სახლის წარმომადგენლის ინფორმაციით, შეხვედრაზე ბარაქ ობამამ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკები ე.წ. ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას გეგმავენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი