2020 წლის 14 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ მახარობლიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩთან ისა აბდულა აბდულრაჰმან ალნოაიმისთან.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებულ მზარდ დინამიკაზე, რომელიც წარმატებით ვითარდება, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოსა და საემიროებს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატება უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.