საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ეხმარება ხანდაზმულ, მარტოხელა ადამიანებს, რომლებსაც COVID-19-ით გამოწვეული საფრთხე განსაკუთრებით ემუქრებათ.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მესტიის მუნიციპლიტეტს 270 სასურსათო და 270 ჰიგიენური ამანათი გადასცა.
დახმარების მიზანია COVID-19-ის შედეგების შემსუბუქება, დახმარების გაწევასთან ერთად, აგრეთვე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას ჰიგიენის წესებისა და პროფილაქტიკური ზომების შესახებ, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ინფექციის რისკის შესამცირებლად.
აღნიშნული ჰუმანიტარული დახმარება გათვალისწინებულია 70 წლის და უფროსი ასაკის მარტოდ მცხოვრები ადამიანებისთვის.
ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.