შსს ავჭალაში ორი ახალგაზრდის დაჭრაში ბრალდებული პირის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
29-09-2015, 02:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1984 წელს დაბადებული შალვა ა. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის მეოთხე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად დააკავეს.

 

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას 1990 წელს დაბადებული გიორგი დ. და 1983 წელს დაბადებული ირაკლი ე. ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ორივე დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.


გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.


ინციდენტი ავჭალაში გუშინ მოხდა. შემთხვევის ადგილზე სამი ახალგაზრდა იმყოფებოდა, დაჭრა იმ დროს მოხდა , როდესაც ერთ-ერთი მათგანი საპირფარეშოში შევიდა. ის ამჟამად დაკითხვაზე იმყოფება. ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ერთ-ერთი მათგანი კლინიკა "ლანცეტში" მოათავსეს. მას ბარძაყის, ფილტვისა და ზედა კიდურის არეში დაზიანებები აღენიშნება. მეორე დაჭრილი კი ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი