მესტიის მუნიციპალიტეტში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა სამუშაო სივრცეებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
15-08-2020, 12:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებოდ შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მესტიის მუნიციპალიტეტში, კერძოდ: ხაიშში, ლენჯერში, იფარში, ცაიში, უშგულში, მულახში, ნაკრაში, ჭუბერსა და ბეჩოში, სადაც საკარანტინო შეზღუდვებია დაწესებული, დეზინფექცია ჩაუტარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ყველა შენობას, მათ შორის სასაზღვრო პოლიციის სექტორებსა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტების საგუშაგოებს, ასევე, სვანეთში განთავსებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტებს.

 

 

პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დამუშავდა მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე პოლიციის შენობები, დაცვის პოლიციის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა სამუშაო სივრცეები. სპეციალური ხსნარით დეზინფექცია ჩაუტარდა შენობების საერთო დარბაზებსა და თანამშრომელთა ოთახებს.​

 

 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დამუშავდა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბარჯასა და ლენჯერში განთავსებული კარვებიც, სადაც პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, მოქალაქეთა სპეციალურ აღრიცხვას აწარმოებს.

 

 

COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში სადეზინფექციო სამუშაოები რეგულარულად ტარდება. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს თანამშრომლები სამუშაო რეჟიმის დროს, მოქალაქეებთან ურთიერთობისას, მკაცრად იცავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და უსაფრთხოების პროტოკოლით განსაზღვრულ ნორმებს.

 

 

სადეზინფექციო სამუშაოების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები განაგრძობენ მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვების შესახებ მოქალაქეების ინფორმირებას. პოლიცია უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყოფს მოქალაქეთა ესკორტირებას სხვადასხვა რეგიონში მდებარე საკარანტინო სივრცეების მიმართულებით.

 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 10 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა-გამოსვლა შეიზღუდა. მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი - მოქალაქეები ვალდებული არიან, გაიარონ კარანტინი.

 

 

ინფორმაციას შსს ავრცელებს

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი