მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, მესტიაში კორონავირუსზე ამ დროისთვის 3400-მდე ტესტია აღებული, საიდანაც 32 არის დადასტურებული შემთხვევა. მისი თქმით, დარჩენილი იყო ორი სოფელი - ცხუმარი და ეცერი, სადაც უკვე წასულია ეპიდემიოლოგების ჯგუფი და იწყებენ „პისიარ“ ტესტირებას.
„გარდა ამისა, მუშაობს ორი მობილური ჯგუფი ღრმა კვლევაზე. ვისაც სურვილი ექნება, მოვა და ტესტს აიღებს. ერთი კვირაა, დაბა მესტიის ცენტრში ეს ჯგუფი მუშაობს და მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, რომ მესტიის ცენტრში აიღონ ტესტები. გარდა ამისა, მოსახლეობაში იგრძნობა უკვე სიმშვიდე. ლენჯერის ჩაკეტილ თემში დღეს დავიწყებთ პროდუქტის შეტანას, ასევე წითელმა ჯვარმა მოგვიტანა სურსათი და ჰიგიენური საშუალებები, რომელსაც დღეს დავარიგებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოსახლეობამ მიტოვებულად არ იგრძნოს თავი. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, სულ მცირე ორი კვირის, 20 დღის სამყოფი სურსათი შევუტანოთ მოსახლეობას“, – განაცხადა მესტიის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.