მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის ტერიტორიულ ერთეულში, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დროებითი, განსაკუთრებული შეზღუდვები მოქმედებს, მოსახლეობისთვის პირადი ჰიგიენური საჭიროების ნივთების და საკვები პროდუქტის გადაცემის პროცესი მიმდინარეობს.
დახმარება გაეწევა ლენჯერის თემში მცხოვრებ თითოეულ ოჯახს.
პირადი საჭიროების ჰიგიენური ნივთებს და საკვებ პროდუქტს, ლენჯერის მოსახლეობას, საქართველოს წითელი ჯვრის ასოციაცია და მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ერთობლივად გადასცემს.
ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.