ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში დისლოცირებულმა I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა, საზღვაო ქვეითების საქართველოს მეკავშირე ჯგუფმა და ავღანეთის ნაციონალური ჯარის წევრებმა ერთობლივი პატრულირება ჩაატარეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ქვეითი პატრულირების ამოცანას ბაზის გარე პერიმეტრის რეკოგნოსცირება და უსაფრთხოების ზომების დაცვა წარმოადგენდა. I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვლადიმერ ნათენაძემ ბაგრამის მთავრობის წარმომადგენელს ფარვანის პროვინციიდან, ბაგრამის საავიაციო ბაზის გარე პერიმეტრის უსაფრთხოების საკითხების უზრუნველყოფის გეგმა გააცნო.
I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის „მისიას 7 თვის განმავლობაში შეასრულებს. ბატალიონის ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.